კროსბი - ფედერერი და ტომ ბრედი ხანგრძლივი სპორტული კარიერის მაგალითები არიან
კროსბი - ფედერერი და ტომ ბრედი ხანგრძლივი სპორტული კარიერის მაგალითები არიან

ნაციონალური ჰოკეის ლიგის (NHL) კლუბ „პიტსბურგის“ თავდამსხმელმა სიდნი კროსბიმ ისაუბრა ვეტერან სპორტსმენებზე, რომლებიც მას თავიაანთი კარიერით მაგალითს აძლევენ.

„როჯერ ფედერერი და ტომ ბრედლი კვლავ უმაღლეს დონეზე თამაშობენ, ეს ძალიან შთამბეჭდავია. მე მათ არ ვედრები, რადგან ისინი სპორტის სხვა სახეობებში ასპარეზობენ, მაგრამ მათ მაგალითზე უფრო მოტივირბეული ვხდები“, – ციტირებს 31 წლის ჰოკეისტს „ათლეტიკი“ (The Athletic).

37 წლის შვეიცარიელი როჯერ ფედერერი 20 დიდი სლემის ტურნირის გამარჯვებულია, ხოლო 41 წლის ტომ ბრედი ექვსგზის „სუპერბოულის“ ჩემპიონია.