სიდნი კროსბი კანადის ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
სიდნი კროსბი კანადის ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ შეადგინა კანადის ნაკრების ყველა დროის სიმბოლური შემადგენლობა, სადაც მოხვდნენ:

მეკარე – შონ ბურკი;

მცველები – სკოტ ნიდერმაიერი, კრის პრონგერი;

ფორვარდები – უეინ გრეტცკი, მარიო ლემიე, სიდნი კროსბი.

კანადის ნაკრებს 26-ჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატი და ცხრაჯერ – ოლიმპიური თამაშები.