სიდნი კროსბი ორთთვიანი პაუზის შემდეგ ყინულზე დაბრუნდა
სიდნი კროსბი ორთთვიანი პაუზის შემდეგ ყინულზე დაბრუნდა

ჰოკეის ეროვნული ლიგის მორიგ სათამაშო დღეს მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა – ტრავმით გამოწვეული ორთვიანი პაუზის შემდეგ, ყინულს დაუბრუნდა „პიტსბურგის” კაპიტანი სიდნი კროსბი. 32 წლის კანადელმა „მინესოტას” წინააღმდეგ შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა. 7:3 მოგებულ შეხვედრაში კროსბიმ ოთხი ქულა დააგროვა – ერთი შაიბა გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

სიდნი კროსბი 10 ნოემბრის შემდეგ არ თამაშობდა, როცა „ჩიკაგოსთან” შეხვედრაში ტრავმა მიიღო.

მიმდინარე სეზონში „მინესოტასთან” მატჩი პიტსბურგელისთვის მე-18 იყო. კროსბის ანგარიშზე 21 ქულა (6+15) მოდის. სულ კარიერაში მის ანგარიშზე 961 მატჩში 1237 ქულაა (452+785).