“ბარსელონას” ყოფილი დამრიგებელი ლუის ენრიკე ახლოს არის ლონდონის “ჩელსის” მწვრთნელობასთან.
Sport.es-ის ინფორმაციით, ინგლისის ჩემპიონის მფლობელი რომან აბრამოვიჩი აპირებს უახლოეს ორ დღეში პოსტიდან დაითხოვოს ანტონიო კონტე და მის ადგილას ლუის ენრიკე დანიშნოს.
კონტემ “ჩელსი” 2016 წლის ზაფხულში ჩაიბარა და თავის პირველივე სეზონში გუნდი ჩემპიონობამდე მიიყვანა. წლევანდელ სეზონში ლონდონელები 26 ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზე არიან.
პრემიერლიგის ბოლო ორ მატჩში, “ჩელსი” დიდი ანგარიშით დამარცხდა. როგორც ინგლისური პრესა წერს, კონტეს კონფლიქტი აქვს ფეხბურთელების დიდ ნაწილთან.