ესპანური პრესა - ნეიმარის სავარაუდო ტრანსფერის გამო, რონალდუს „რეალის“ დატოვება უნდა
მადრიდის „რეალის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს. „ოქროს ბურთის“ ხუთგზის მფლობელი „რეალის“ პრეზიდენტზე ფლორენტინო პერესზეა განაწყენებული, რომელსაც „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის ნეიმარის შეძენა სურს.
„სიტუაცია „რეალსა“ და კრიშტიანუ რონალდუს შორის დაძაბულია, როგორც არასდროს. ფეხბურთელს არ სურს კონტრაქტის გაგრძელებაზე არანაირი შეთავაზების მოსმენა და არ აპირებს მოლაპარაკებების წარმოებას.
კრიშტიანუს იურისტები „რეალისგან“ გამოსასყიდი თანხის დაბლა დაწევას ითხოვენ. ეს რიცხვი მილიარდ ევროს უდრის და გასაგებია, რომ არც ერთ კლუბს შეუძლია ამდენის გადახდა. რონალდუს მიზანია, ივლისისთვის ეს თანხმა მისაღებ ნიშნულზე იყოს დაყვანილი“, – დაწერა გამოცემა El Bernabeu-ს ჟურნალისტმა ედუ აგირემ.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რეალი“ 2018 წლის ზაფხულში ნეიმარის შეძენაზე მუშაობს.
კრიშტიანუ რონალდუს მოქმედი კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.