ესპანეთში „ზარას“ ყველა მაღაზია დროებით იხურება
ესპანეთში „ზარას“ ყველა მაღაზია დროებით იხურება

მაღაზიათა ქსელ „ზარას“ მფლობელი კომპანიის „ინდიტექსის “გადაწყვეტილებით, ესპანეთში „ზარას“ ყველა მაღაზია დროებით იხურება. მიზეზი კორონავირუსია. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

კომპანიის ხელმძღვანელობის განმარტებით, მაღაზიები დაიხურება ყველა რაიონში, რომელშიც ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი მაღალია.

ინდიტექსის“ შემადგენლობაშია ასევე მაღაზიათა ქსელი „მასიმო დუტი“ და „ფულ ენდ ბეარი“.

ევროპაში ვირუსის გავრცელების მხრივ იტალიის შემდეგ, ყველაზე რთული მდგომარეობა ესპანეთშია. ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსის 231 შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია 120 ადამიანი.