ესპანეთში წყალდიდობას ერთი მეხანძრე ემსხვერპლა. სტიქია ქვეყნის სამხრეთ ნაწილს დაატყდა თავს. ყველაზე მეტად მალაგას პროვინცია დაზარალდა.
ქალაქ კამპილოში ქუჩები დაიტბორა. დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი. მათ შორის სახანძრო სამსახურის კუთვნილი სატვირთო, რომელშიც მჯდომი მეხანძრე დაიღუპა.
47 წლის მამაკაცის გარდაცვალების გამო მწუხარება ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა.