ესპანეთში ტურისტული ავტობუსი, რომელშიც 49 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ბავშვები, ავარიაში მოყვა
ესპანეთში ტურისტული ავტობუსი, რომელშიც 49 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ბავშვები, ავარიაში მოყვა, ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ჩრდილოეთ ესპანეთში, ასტურიის შტატში ტურისტული ავტობუსი, რომელშიც მგზავრთა უმეტესობა ბავშვი იყო, გზიდან ფერდობზე გადავიდა და ამოტრიალდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტობუსში 49 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 20 მცირეწლოვანი ბავშვი.
„ავტობუსი, რომელიც ტურისტულ მარშრუტს აკეთებდა, გადაბრუნდა. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა, ძირითადად ბავშვები. დაშავებულთა სიმძიმე ამჟამად ფასდება“, – განაცხადა ასტურიის რეგიონის ლიდერმა, ადრიან ბარბონმა.