ესპანეთში სოციალისტები და მოძრაობა „პოდემოსი“ კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდნენ
ესპანეთში სოციალისტები და მოძრაობა „პოდემოსი“ კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდნენ.
ესპანეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა და მემარცხენე პარტია „პოდემოსის“ ლიდერმა პაბლო იგლესიასმა წინასწარ შეთანხმებას ხელი მოაწერს. მათი თქმით, ისინი „პროგრესული“ კოალიციური მთავრობის ფორმირებას შეეცდებიან.
მიუხედავად ამ შეთანხმებისა, სოციალისტები და „პოდემოსი“ 350-ადგილიან პარლამენტში მხოლოდ 120 ადგილს დაიკავებენ, რაც უმრავლესობას არ წარმოადგენს. შესაბამისად, მთავრობის ფორმირებისთვის მათ სხვა პარტიების მხარდაჭერა დასჭირდებათ.