ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აცხადებს, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილის მოხსნა უკვე მაისის მეორე ნახევარში დაიწყება. ინფორმაციას „ელ მუნდო“ ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ესპანეთში შეზღუდვები ეტაპობრივად შერბილდება, რათა ქვეყანამ თავიდან აიცილოს ინფექციის გავრცელების მეორე ტალღა. ესპანეთში უკვე მეექვსე კვირაა, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩველებლის მიხედვით, ესპანეთი მსოფლიოში მეორე ადგილზე. ქვეყანაში ინფიცირების 204 179 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 21 282 ფატალური.