ესპანეთში საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარება სავალდებულო ხდება
ესპანეთში მოსახლეობა ვალდებული იქნება, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში ნიღბები ატარონ.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თქმით მთავრობა 6 მილიონი ცალი ნიღბის დისტრიბუციას უზრუნველყოფს.
გავრცელებული ინფორმაციით, 7 მილიონი ცალი ნიღაბი უკვე გაეგზავნა ადგილობრივ თვითმმართველობებს.
ესპანეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა იგეგმება. შვიდკვირიანი კარანტინის შემდეგ პირველად, დღეს მოქალაქეებს ქუჩაში ერთი საათით გასვლისა და ვარჯიშის უფლება მისცეს.