ესპანეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად, 21 ადამიანი დაშავდა
ესპანეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად, 21 ადამიანი დაშავდა

ესპანეთის სამხრეთით, ანდალუსიის რეგიონში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად, 21 ადამიანი დაშავდა.

ინციდენტი გამთენიისას მოხდა. დაშავებულებს პირველადი დახმარება ადგილობრივმა მოსახლეობამ აღმოუჩინა.

დაშავებულთა ნაწილი საავადმყოფოში ვერტმფრენების საშუალებით გადაიყვანეს. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

სარკინიგზო ავარიის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.