ესპანეთში საარჩევნო უბნები დაიხურა, წინასწარი გამოკითხვებით, საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე ბლოკი იმარჯვებს
ესპანეთში საარჩევნო უბნები დაიხურა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
მედიის ცნობით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა უმეტესობისთვის საარჩევნო უბნები უკვე დახურულია და ახლა ეგზიტპოლის შედეგებს ელოდებიან.
ძალაუფლების მოსაპოვებლად პარტიამ უნდა უზრუნველყოს აბსოლუტური უმრავლესობა 176 მანდატით ესპანეთის 350-ადგილიან კონგრესში ან შეუერთდეს კოალიციას. ესპანელებმა ასევე ზედა პალატაში 265 სენატორიდან 208-ის არჩევას მისცეს ხმა.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ მემარჯვენე ბლოკი ესპანეთის არჩევნებში უმრავლესობას მოიპოვებს.
სოციალისტი პედრო სანჩესი ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს. სანჩესი იმედოვნებს, რომ მისი მთავრობის სოციალური რეფორმები, კრიზისებისა და ეკონომიკის მართვა დაარწმუნებს ამომრჩევლებს, დატოვონ თანამდებობაზე.