ესპანეთში რეპერ პაბლო ჰასელის დაპატიმრების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გრძელდება
ესპანეთში რეპერ პაბლო ჰასელის დაპატიმრების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები უკვე ოთხი დღეა გრძელდება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ბარსელონას ქუჩებში დემონსტრანტებმა ნაგვის კონტეინერებს ცეცხლი წაუკიდეს და რამდენიმე შენობის მინები ჩაამსხვრიეს.
მანამდე ესპანეთის რამდენიმე ქალაქში რეპერის გათავისუფლების მოთხოვნით, ქუჩაში გასული დემონსტრანტები პოლიციას დაუპირისპირდნენ.
ესპანეთის სასამართლომ რეპერი პაბლო ჰასელი მონარქიის შეურაცხყოფასა და ტერორისტული ძალადობის წახალისებაში დამნაშავედ ცნო და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რეპერი 15 თებერვალს დააკავეს.
პაბლო ჰასელის მომხრეები მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ. რეპერის მხარდამჭერ პეტიციას 200-ზე მეტმა ხელოვანმა მოაწერა ხელი, მათ შორის რეჟისორმა, პედრო ალმადოვარმა და მსახიობმა, ხავიერ ბარდემმა.