ესპანეთში მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდიც წარუმატებელი აღმოჩნდა
ესპანეთში მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდიც წარუმატებელი აღმოჩნდა.
სოციალისტური პარტიის ლიდერმა, პედრო სანჩესმა, მემარცხენე პარტია „პოდემოსის“ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა .
სანჩესის პარტიამ, აპრილში გამართული საპარლამენტო არჩევნები მოიგო, თუმცა მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო უმრავლესობა არ ჰყავს. იმისთვის, რომ სანჩესი პრემიერის პოსტზე დაინიშნოს, აუცილებელია, რომ თვის ბოლომდე მან მთავრობის ფორმირება მოახდინოს.