ესპანეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 56-ით გაიზარდა.
როგორც გამოცემა „ელ პაისი“ ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული მონაცემები მოიცავს ბოლო ორი დღის განმავლობაში კატალონიაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილა რაოდენობას, რადგან ტექნიკური პრობლემის გამო, კატალონიის წინა დღის მონაცემების დამუშავება დაგვიანებით მოხდა.
სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 446 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ესპანეთში კორონავირუსით სულ 28 628 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 234 824 შემთხვევა.