ესპანეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა მკვეთრად იკლო
ესპანეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა მკვეთრად იკლო

ესპანეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა მკვეთრად იკლო. ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს 510 ადამიანი ემსხვერპლა.

10 აპრილს ესპანეთში კორონავირუსით 605 ადამიანი დაიღუპა. ესპანური გამოცემა, „ელ პაისის“ ინფორმაციით, ვირუსის მსხვერპლის მსგავსი დაბალი მაჩვენებელი 23 მარტის შემდეგ პირველად აღინიშნა.

ესპანური მედია წერს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 16 353-მდე გაიზარდა. კორონავირუსისგან ესპანეთში უკვე 60 000-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა, ვირუსი კი საერთო ჯამში 161 852 ადამიანს დაუდასტურდა.

ესპანეთის მთავრობამ კორონავირუსის შეკავების ფარგლებში, პორტუგალიასთან და საფრანგეთთან სახმელეთო საზღვრებზე კონტროლი 14 დღით გაახანგრძლივა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შეზღუდვები გახანგრძლივდება.

„ჩვენ ჯერ კიდევ შეზღუდვის ფაზაში ვართ“, – განაცხადა ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, სალვადორ ილამ და დაამატა, რომ კომპანიებმა თანამშრომლების სამუშაო საათების დიფერენცირება უნდა მოახდინონ და მოქალაქეებმა ნიღბები უნდა გამოიყენონ.