ესპანეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 435 ადამიანი დაიღუპა

13:39, 22.04.2020

ესპანეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 435 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ესპანური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

21 აპრილს, ესპანეთში კორონავირუსით 430 ადამიანის დაღუპვა დადასტურდა. მადრიდში აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-ით დაღუპულთა რიცხვი 21 717-მდე გაიზარდა.

ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი დღემდე 208 389 ადამიანს დაუდასტურდა, 85 915 ადამიანი კი, გამოჯანმრთელდა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი კონგრესში მივიდა და საგანგებო მდგომარების 9 მაისამდე გახანგრძლივებას ითხოვს.

მსგავსი