ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევათა კლების მიუხედავად, საგანგებო მდგომარეობის 15 დღით გახანგრძლივებას გეგმავენ
ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევათა კლების მიუხედავად, საგანგებო მდგომარეობის 15 დღით გახანგრძლივებას გეგმავენ

ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 185 ადამიანი გარდაიცვალა. ზედიზედ უკვე მესმე დღეა, ესპანეთში კორნავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 200-ზე ნაკლებია. ქვეყანაში სულ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 25 613 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო ერთ დღეში კორონავირუსი 867 პაციენტს დაუდასტურდა და ამგვარად, ესპანეთში დაავადების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 219 329-ს მიაღწია.

ამჟამად ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხვდება. როგორც გამოცემა „ელ პაისი“ წერს, კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის კლების მიუხედავად მთავრობა გეგმავს, რომ საგანგებო მდგომარეობა კიდევ 15 დღით გაახანგრძლივოს. შესაბამის საკითხზე კენჭისყრა 6 მაისს უნდა გაიმართოს, თუმცა ოპოზიციაში აცახდებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის მეოთხედ გახანგრძლივებას მხარს აღარ დაუჭერენ.