ესპანეთში გარდაცვლილი ქართველის ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
ბარსელონაში გარდაცვლილი ქართველი მამაკაცის ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
43 წლის მამაკაცი დაახლოებით ორი კვირის წინ, მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა.
გარდაცვლილის მეუღლის მეუღლის თქმით, ცხედარი ამ დრომდე მორგშია და საკონსულო გადმოსვენებაზე უარს ამბობს.
,,გვითხრეს, რომ სხეული წამალს ვერ იღებს, ბალზამირება ვერ მოხერხდა და ამის გამო ვერ გადმოასვენებენ. ვის მივმართოთ, აღარ ვიცი. მინდა, რომ შვილს მამის საფლავი ჰქონდეს, მეტს არაფერს ვითხოვ. სამი წელი მუშაობდა ესპანეთში. რა მოხდა დეტალურად, არაფერი ვიცი. როგორც ვიცი, მატარებელს ვერ გადაასწრო ლიანდაგზე”, – განაცხადა პირველ არხთან სოფო გაბეშიამ.