ესპანეთში, გალისიის რეგიონში, ტყის მასივში ძლიერი ხანძარია.
„რეიტერის“ (Reuters) ინფორმაციით, ესპანეთის ჩრდილოეთ რეგიონში ცეცხლი უკვე მეორე დღეა მძვინვარებს.
სოფლის მეურნეობის საკითხებში რეგიონული სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიამ უკვე 450 ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ტყეში ხანძრის ჩაქრობას 13 ვერტმფრენი და ოთხი თვითმფრინავი ცდილობს.