ესპანეთში დაიკარგა ისტორიაში ერთადერთი ქალი პრიზიორი ზამთრის ოლიმპიადაზე
ესპანეთის პოლიციამ გამოაცხადა ოლიმპიური პრიზიორის ბლანკა ფერნანდეს ოჩოას გაუჩინარების შესახებ.
როგორც გაზეთი „ელ პაის“ (El Pais) ამტკიცებს, ოჩოა ბოლოს 23 აგვისტოს, ავტომობილის საჭესთან დაინახეს. ის სახლიდან მობილური ტელეფონის გარეშე გავიდა, საბანკო ბარათები კი არ გამოუყენებია. 56 წლის ფერნანდესის ქალიშვილმა ოლივია ფრესნედამ პოლიციას მიმართა, ახლა, საქმეს ესპანეთის ეროვნული პოლიცია განიხილავს.
ოჩოა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ესპანელი ქალი პრიზიორია. მან 1992 წელს, ალბერვილში გიგანტურ სლალომში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. უნდა აღინიშნოს, რომ ესპანეთს ისტორიაში მხოლოდ ორი მედალი აქვს ზამთრის ოლიმპიადებზე. მეორე ჯილდო ბლანკას უფროსმა ძმამ – ფრანსისკო ფერნანდეს ოჩოამ მოიპოვა. მან მოიგო ოქრო 1972 წელს, საპოროს ოლიმპიადის სლალომში.