ესპანეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 87 ადამიანი გარდაიცვალა

14:26, 17.05.2020

ესპანეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 87 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო „ელპაისი“ წერს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილების რაოდენობა 100-ს ბოლო ორი თვის განმავლობაში პირველად ჩამოსცდა.

ესპანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“ 421 ადამიანს დაუდასტურდა, რაც ინფიცირების რაოდენობის კლებას ადასტურებს. ახალი შემთხვევების უმრავლესობა კატალონიასა და კასტილია ი ლეონეში გამოვლინდა.

ესპანეთში ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები 327-ით გაიზარდა. ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსისგან 2 719 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი