ესპანეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 628 შემთხვევა გამოვლინდა, ოთხი ინფიცირებული კი გარდაიცვალა
ესპანეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 628 შემთხვევა გამოვლინდა, ოთხი ინფიცირებული კი გარდაიცვალა

ესპანეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 628 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 8 მაისის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას „სიენენი“ ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული 24 საათის განმავლობაში ესპანეთში ვირუსით ოთხი ადამიანი დაიღუპა.

საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ესპანეთში „კოვიდ-19“-ის 260 255 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 28 420 ადამიანი.