ესპანეთში, ანდალუსიის რეგიონში ტყის ხანძრის გამო 2 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
ესპანეთში, ანდალუსიის რეგიონში ტყის მასივებზე გავრცელებული ხანძრის გამო, 2 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
სტიქიას, რომელიც ოთხშაბათიდან მძვინვარებს, ერთი მეხანძრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხელისუფლებამ მეხანძრეების დასახმარებლად ადგილზე სამხედროები გადაიყვანა.
ცეცხლს 7 400-მდე ჰექტარი ფართობი აქვს მოცული. ხანძარი ტურისტებში პოპულარულ კურორტ ესტეპონას სიახლოვესაა გავრცელებული.