ესპანეთში, ანდალუსიის რეგიონში ტყის ხანძრის გამო 2 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

08:50, 13.09.2021

ესპანეთში, ანდალუსიის რეგიონში ტყის მასივებზე გავრცელებული ხანძრის გამო, 2 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

სტიქიას, რომელიც ოთხშაბათიდან მძვინვარებს, ერთი მეხანძრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხელისუფლებამ მეხანძრეების დასახმარებლად ადგილზე სამხედროები გადაიყვანა.

ცეცხლს 7 400-მდე ჰექტარი ფართობი აქვს მოცული. ხანძარი ტურისტებში პოპულარულ კურორტ ესტეპონას სიახლოვესაა გავრცელებული.

მსგავსი