ესპანეთმა საფრანგეთი პარიზში დაამარცხა, რუბიომ 23 ქულა დააგროვა #1TVSPORT
ტოკიოს ოლიმპიადისთვის მზადების რანგში ესპანეთის ნაკრებმა პარიზში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში საფრანგეთი დაამარცხა – 87:79 (20:23, 16:22, 21:14, 22:28).
ესპანეთის ნაკრების რიგებში 23 ქულა დააგროვა რიკი რუბიომ. 16 ქულა დაამატა ვილი ერნანგომესმა. ფრანგების რიგებში 15 ქულა ჰქონდა ევან ფურნიეს, 12 – რუდი გობერს.
ოლიმპიადაზე საფრანგეთი A ჯგუფში აშშ-ს, ჩეხეთსა და ირანს შეხვდება. ესპანეთი კი C ჯგუფში ითამაშებს არგენტინასთან, იაპონიასთან და სლოვენიასთან.