დონჩიჩმა და გობერმა ევრობასკეტზე თამაში დაადასტურეს, ანტენტოკუნმპო და იოკიჩი ფიქრობენ #1TVSPORT
დონჩიჩმა და გობერმა ევრობასკეტზე თამაში დაადასტურეს, ანტენტოკუნმპო და იოკიჩი ფიქრობენ #1TVSPORT

თანდათან ცნობილი ხდება ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) იმ ვარსკვლავთა ვინაობა, რომლებიც გეგმავენ 2022 წლის ევრობასკეტზე თამაშს.

„იუტას“ ფრანგმა ცენტრმა რუდი გობერმა „ეკიპთან“ ინტერვიუში დაადასტურა, რომ იქნება ევრობასკეტზე. „სეზონის შემდეგ სამედიცინო შემოწმება ჩავიტარე და დავრწმუნდი, რომ არანაირი პრობლემა არ მაქვს. ასე რომ, 200 პროცენტით ვითამაშებ ევრობასკეტზე. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ გუნდში იქნება ევან ფურნიე, რომელთან ერთადაც თამაში მომწონს“, – განაცხადა გობერმა.

კიდევ ერთი ვარსკვლავი, რომელიც ითამაშებს ევრობასკეტზე, არის სლოვენიელი ლუკა დონჩიჩი. NBA-ში ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, მან ცხადად მიანიშნა, რომ მზად არის სლოვენიის ნაკრებს დაეხმაროს: „მე ყოველთვის ვამბობ, რომ თუ ტრავმა არ მაქვს, ყოველთვის ვითამაშებ ნაკრებში. ორი კვირის შემდეგ დავიწყებ ვარჯიშს, ვითამაშებ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს და შემდეგ მოვემზადებით ევრობასკეტისთვის. დატვირთული ზაფხული გველოდება“, – განაცხადა დონჩიჩმა.

მასთან ერთად სლოვენიაში შეიძლება ითამაშოს „ბრუკლინის“ გამთამაშებელმა გორან დრაგიჩმა, რომელიც ნაკრებში 2017 წლის შემდეგ არ გამოჩენილა. მაშინ მან ეროვნული გუნდიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა, მაგრამ ახლა დაბრუნებას აპირებს.

NBA-ის ბოლო ორი სეზონის MVP ნიკოლა იოკიჩი ასევე შეიძლება ვიხილოთ ევრობასკეტზე სერბეთის ნაკრებში. თავად „დენვერის“ ვარსკვლავს ამის შესახებ არაფერი უთქვამს, მაგრამ მისმა აგენტმა მისკო რატნატოვიჩს წამოცდა: „არსებობს დიდი შანსი იმისა, რომ ნიკოლამ ევრობასკეტზე ითამაშოს“.

გაურკვეველია საბერძნეთის ნაკრებში „მილუოკის“ ვარსკვლავის იანის ანტენტიკუნმპოს გამოსვლის საკითხი. მარტში ნაკრების მწვრთნელი ნიკოს ზისისი მილუოკიში იმყოფებოდა იანისთან მოსალაპარაკებლად, მაგრამ საბოლოო თანხმობა არ მიუღია. „ის ფიქრობს ამაზე“, – თქვა მწვრთნელმა. ანტენტოკუმპოს გადაწყვეტილება უახლოეს რამდენიმა კვირაში გახდება ცნობილი.