ესპანეთმა ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავ სეუტაში მიგრანტების ნაკადის შესაკავებლად ჯარისკაცები და ჯავშანტრანსპორტიორები გაგზავნა
ესპანეთმა ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავ სეუტაში მიგრანტების ნაკადის შესაკავებლად ჯარისკაცები და ჯავშანტრანსპორტიორები გაგზავნა

ესპანეთმა ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავ სეუტაში მიგრანტების ნაკადის შესაკავებლად ჯარისკაცები და ჯავშანტრანსპორტიორები გაგზავნა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ორ დღეში მაროკოდან ესპანეთის ტერიტორიაზე ათასობით მიგრანტმა ზღვით შეცურა. ესპანელი სამხედროები მაროკოს საზღვართან პატრულირებენ.

სეუტას სამთავრობო დელეგაციის სპიკერმა თქვა, რომ ჯარისკაცები პოლიციასთან ერთად იმუშავებენ ანკლავის მგრძნობიარე ადგილებში, რათა ქუჩებში წესრიგი დაიცვან.

სეუტაში 6 000 მაროკოელი, მათ შორის დაახლოებით 1 500 არასრულწლოვანი შევიდა. სეუტა, რომლის მოსახლეობა 80 000-ს შეადგენს, არის ანკლავი, რომელიც მდებარეობს მაროკოს ჩრდილოეთ ნაწილზე გიბრალტარის მოპირდაპირედ.

ესპანეთის ანკლავში მიგრანტების ჩასვლა ესპანეთსა და მაროკოს შორის დაძაბულობის დროს მოხდა, რაც „დასავლეთ საჰარის პოლისარიოს ფრონტის“ ლიდერს უკავშირდება. ბრაჰიმ ღალი ამჟამად ესპანეთის საავადმყოფოშია. მაროკოს ინფორმირების გარეშე ესპანეთის მიერ ბრაჰიმ ღალის შეცვლილი სახელით მიღება მაროკომ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამ ვითარებას გავლენა ექნება ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე.

აშშ-მა გასული წლის დეკემბერში დასავლეთ საჰარაზე მაროკოს სუვერენიტეტი აღიარა, თუმცა „პოლისარიოს ფრონტი“ დასავლეთ საჰარას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიიჩნევს. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არანჩა გონსალესემ თქვა, რომ ღალი ესპანეთის ტერიტორიაზე ჰუმანიტარულ საფუძველზე მიიღეს.