ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კორონავირუსის გამო ქვეყანაში გასულ წელს დაწესებული კარანტინი არაკონსტიტუციურად ცნო
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კორონავირუსის გამო ქვეყანაში გასულ წელს დაწესებული კარანტინი არაკონსტიტუციურად ცნო

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კორონავირუსის გამო ქვეყანაში გასულ წელს დაწესებული კარანტინი არაკონსტიტუციურად ცნო. შესაბამისად, დადგენილება საშუალებას იძლევა შემზღუდველი ზომების დარღვევის გამო დაჯარიმებულმა მოქალაქეებმა, ჯარიმის სახით გადახდილი თანხა უკან დაიბრუნონ.

ამასთან, სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილება უფლებამოსილებას არ ანიჭებს ინდივიდუალურ პირებსა თუ სხვადასხვა ბიზნეს ობიექტს, რომელთაც კარანტინის გამო შემოსავალი დაკარგეს, სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანონ.

ესპანეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 14 მარტს პირველი ტალღის დასაძლევად გამოაცხადა. შემზღუდველი ზომები ძალაში 2020 წლის ივნისამდე იყო. მოგვიანებით კი, მეორე ტალღის დაწყებასთან ერთად რეგულაციები კვლავ ძალაში შევიდა.