ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 15 ყოფილი კატალონიელი მაღალჩინოსნის საჩივარი არ დააკმაყოფილა
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 15 ყოფილი კატალონიელი მაღალჩინოსნის საჩივარი არ დააკმაყოფილა. როგორც სააგენტო The Associated Press-ი წერს, სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულები უნდა გასამართლდნენ ამბოხისთვის და სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი გამოყენებისთვის.
უზენაესმა სასამართლომ საკმარისად საფუძვლიანად მიიჩნია კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ორგანიზებაში მონაწილე სეპარატისტი პოლიტიკოსების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები.
15 ბრალდებულს შორის კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონიცაა, რომელმაც ესპანეთი დატოვა და ამჟამად გერმანიაში იმყოფება, სადაც მას ექსტრადირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ელოდება.