ესპანეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ისტორიაში პირველად ქალი გახდა
ესპანეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ისტორიაში პირველად ქალი გახდა. თანამდებობაზე 66 წლის იზაბელ პერელიო დაინიშნა.
პერელიომ საბჭოს 16 წევრის მხარდაჭერა მოიპოვა.
1812 წელს ამ სასამართლო ორგანოს შექმნის შემდეგ მის ხელმძღვანელად ქალი პირველად აირჩიეს.
პერელო ფიცს 4 სექტემბერს დადებს.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ქალის არჩევას მიესალმა და აღნიშნა, რომ „თანასწორობა დემოკრატიის საფუძველია“.