ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში ჩატარებული მატჩებით ხოაკინმა რაულს გაუსწრო
„ბეტისის“ ნახევარმცველმა ხოაკინ სანჩესმა პრიმერა დივიზიონში 551-ე მატჩი ჩაატარა, რიღაც ელიტურ ესპანურ ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით „რეალ მადრიდის“ ყოფილ ფორვარდ რაულ გონსალეს ბლანკოს გადაუსწრო და მეორე ადგილზე გავიდა.
რაც შეეხება პირველ ადგილს, აქ იმყოფება „ბარსელონას“, ბილბაოს „ატლეტიკისა“ და „ვალენსიას“ გოლკიპერი ანდონი სუბისარეტა, რომლის ანგარიშზე 622 მატჩია.
კარიერის განმავლობაში ხოაკინი ასევე იცავდა „ვალენსიას“, „მალაგასა“ და იტალიური „ფიორენტინას“ ღირსებას.
38 წლის ხოაკინი საკლუბო დონეზე ორი ტიტულის მფლობელია: 2005 და 2008 წლებში მან შესაბამისად „ბეტისთან“ და „ვალენსიასთან“ ერთად ესპანეთის თასი მოიგო.