რაულმა შეიძლება „ვილიარეალი“ ჩაიბაროს #1TVSPORT
რაულმა შეიძლება „ვილიარეალი“ ჩაიბაროს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული ფორვარდი რაული, შესაძლოა, „ვილიარეალის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს.

როგორც გაზეთი Marca წერს, „ვილიარეალი“ 46 წლის სპეციალისტს კლუბიდან დათხოვნილი კიკე სეტიენის შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილავს.

ამ მომენტისთვის რაული „რეალის“ ახალგაზრდულ გუნდს უდგას სათავეში. აღნიშნავენ, რომ ესპანელმა სპეციალისტმა აცნობა თავისი ინტერესის შესახებ „რეალის“ ხელმძღვანელობას და ახლა მხარეები სიტუაციას აანალიზებენ.

ლა ლიგის ახალი სეზონის პირველ ოთხ ტურში „ვილიარეალმა“ სამი ქულა დააგროვა და ცხრილში მე-15 ადგილზეა.