რაულმა „რეალის“ დატოვების სურვილი გამოთქვა - მადრიდელთა ლეგენდას ბუნდესლიგაში მუშაობა სურს #1TVSPORT
რაულმა „რეალის“ დატოვების სურვილი გამოთქვა - მადრიდელთა ლეგენდას ბუნდესლიგაში მუშაობა სურს #1TVSPORT

„კასტილიას“ („რეალის“ დუბლი) მთავარმა მწვრთნელმა რაულმა, შესაძლოა, კლუბი ზაფხულში დატოვოს. ამის შესახებ გაზეთი Bild წერს.

აღნიშნავენ, რომ ესპანელმა უკვე აცნობა „რეალის“ ხელმძღვანელობას თავისი განზრახვის შესახებ.

რაულს სურს საკუთარი ძალები ბუნდესლიგაში მოსინჯოს. მას არ აქვს ხელთ კონკრეტული წინადადება, მაგრამ თავად მხოლოდ გერმანიის ჩემპიონატში სურს მუშაობა. მისთვის აღმაფრენა გახდა ჩაბი ალონსოს წარმატებული მუშაობა „ლევერკუზენში“.

რაულს საფეხბურთო კარიერისას „შალკეში“ უთამაშია.