ზიდანმა შეიძლება „პარი სენ-ჟერმენი“ ჩაიბაროს #1TVSPORT
ზიდანმა შეიძლება „პარი სენ-ჟერმენი“ ჩაიბაროს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასულმა ზინედინ ზიდანმა, შესაძლოა, სამწვრთნელო კარიერა „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელოს. ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ, რომელსაც 126.7 გამომწერი ჰყავს.

პსჟ-ის ხელმძღვანელობა მოაზრებს ზიდანს მთავარი მწვრთნელის პოსტზე, რადგან ფრანგ სპეციალისტს შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ფორვარდ კილიან მბაპეს შენარჩუნებაში.

რაც შეეხება „პარი სენ-ჟერმენის“ ამჟამინდელ მწვრთნელს მაურისიო პოჩეტინოს, ის, შესაძლოა, „ტოტენჰემში“ დაბრუნდეს, რომელიც უკვე მუშაობს ამ საკითხზე. პოჩეტინო ასევე „რეალის“ სიაშია ანტონიო კონტესთან და რაულთან ერთად.