რაულს ზიდანის შემცვლელად განიხილავენ
რაულს ზიდანის შემცვლელად განიხილავენ

მადრიდის „რეალი“ ჩამოყალიბდა მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის მემკვიდრეზე. ფრანგის სპეციალისტის წასვლის შემდეგ, გუნდს სათავეში ჩაუდგება კიდევ ერთი ლეგენდა – რაული.

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, „რეალის“ ხელმძღვანელობა განიხილავდა ორ ვარიანტს, რომელთგან ერთ-ერთი თავისთავად ამოვარდა დღის წესრიგიდან, რადგან მაურიციო პოჩეტინომ „პარი სენ-ჟერმენი“ ჩაიბარა. შესაბამისად, „რეალი“ აქცენტს რაულზე აკეთებს, რომელიც კლუბის სტრუქტურაში 2018 წლიდან მუშაობს.

43 წლის რაული 2019 წლის მაისიდან წვრთნის „კასტილიას“ – „რეალის“ სარეზერვო გუნდს.

რაული „რეალში“ 1994-2010 წლებში თამაშობდა და 16 ტიტული მოიგო.