ესპანეთის თასზე მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყო. ყველაზე საინტერესო წყვილში მადრიდის “ატლეტიკომ პირველი მატჩი “სევილიასთან საკუთარ მოედანზე წააგო.
მასპინძლები დიეგო კოშტამ 73-ე წუთზე დააწინაურა, თუმცა “სევილიამ” მიგელ ანხელ მოიას ავტოგოლით ანგარიში გაათანაბრა, 88-ე წუთზე კი სტუმრებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს – მისი ავტორი ხოაკინ კორეაა – 1:2. აღნიშნულ გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი სევილიაში 23 იანვარს გაიმართება.
კიდევ ერთ მატჩში “ვალენსიამ” საკუთარ მოედანზე დაამარცხა “ალავესი” – 2:1. სტუმრები 73-ე წუთამდე იგებდნენ რუბენ სობრინოს გოლით, მაგრამ “ვალენსიამ” გონსალო გუედეშისა და როდრიგოს ზუსტი დარტყმების შემდეგ მოიგო. განმეორებითი მატჩს “ალავესი” 24 იანვარს უმასპინძლებს.