ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა მთავრობის ჩამოყალიბებისთვის საჭირო ხმები ვერ მიიღო

08:54, 11.11.2019

ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა მათ მთავრობის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი ხმათა რაოდენობა ვერ მიიღეს.

სოციალისტურმა პარტიამ კონგრესში 350 ადგილიდან 120 მოიოპოვა, კოსერვატიულმა სახალხო პარტიამ — 88, ულტრამემარჯვენეებმა კი 52.

არჩევნების შედეგების მიხედვით, იმისათვის, რომ ქვეყანაში მთავრობის ფორმირება მოხდეს, პარტიებს შორის კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით მოლაპარაკების პროცესი უნდა დაიწყოს.

მსგავსი