ესპანეთის სანაპირო დაცვამ კანარის კუნძულებთან 79 მიგრანტი გადაარჩინა
ესპანეთის სანაპირო დაცვამ კანარის კუნძულებთან 79 მიგრანტი გადაარჩინა. მათ შორის ცხრა ბავშვი და სამი ქალია.
მიგრანტები ზღვაში ექვსი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
გადარჩენილები კანარის კუნძულებზე გადაიყვანეს და პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს ქვეყანაში არალეგალური გზით 27 ათასზე მეტი მიგრანტი შევიდა, რაც გასულ წელთან შედარებით, ორჯერ ნაკლებია.