ესპანეთის სანაპირო დაცვამ 100-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინა
ესპანეთის სანაპირო დაცვამ 100-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინა

ესპანეთის სანაპიროსთან ასზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს. სანაპირო დაცვის ინფორმაციით, მაშველებმა სამი ნავი იპოვეს, ერთზე 52 ადამიანი იმყოფებოდა, მეორეზე -49, მესამე ნავზე კი 8 .

გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ესპანეთის სანაპირო დაცვამ 218 მიგრანტი გადაარჩინა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ესპანეთში მიგრაციის ნაკადი გაზრდილია. იანვრიდან დღემდე ხმელთაშუა ზღვით ესპანეთში 15 ათასი მიგრანტი ჩავიდა, 292 ადამიანი კი დაღუპულია.