ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ დღეს ან ხვალ გამოქვეყნდება იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც ევროკავშირი პირველი ივლისიდან საზღვრებს გახსნის
ევროკავშირი არაუგვიანეს სამშაბათისა, გამოაქვეყნებს იმ ქვეყნების სიას, რომლებთანაც გაერთიანება მიმოსვლას აღადგენს. ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არანჩა გონზალესმა რადიო „კადენასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც გონზალესი ამბობს, ევროკავშირში 15 ქვეყნისგან შემდგარ სიაზე მუშაობენ, რომლებისთვისაც საზღვრები გაიხსნება.
„როიტერის“ ინფორმაციით, სიაში მოხვედრის მთავარი კრიტერიუმი ცალკეულ ქვეყნებში „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებელი და ზოგადი ეპიდსიტუაციაა.
ამასთან, აღნიშნულ ქვეყნებს შორის არის საქართველო.