ესპანეთის ქალაქ ვალენსიის ცენტრში დემონსტრაციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა, აქციის მონაწილეები მასშტაბურ წყალდიდობაზე მთავრობის რეაგირებას აპროტესტებდნენ
ესპანეთის ქალაქ ვალენსიის ცენტრში, დემონსტრაციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეები მასშტაბურ წყალდიდობაზე მთავრობის რეაგირებას აპროტესტებდნენ.
დემონსტრანტები აკრიტიკებდნენ საგანგებო სამსახურების რეაგირებას და პასუხისმგებელი პირების გადადგომას ითხოვდნენ, მათ შორის ვალენსიის მთავრობის პრეზიდენტის, კარლოს მაზონის.
საპროტესტო გამოსვლა სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული.
აღმოსავლეთ ესპანეთში ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 217 ადამიანი ემსხვერპლა.
სტიქიამ ვალენსიის პროვინციის ნაწილი გაანადგურა, კერძოდ, სტიქიის შედეგად 80-მდე მუნიციპალიტეტია დაზარალებული.