ესპანეთის პრემიერი ქვეყნის პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის კიდევ ორი კვირით გახანგრძლივებას სთხოვს
ესპანეთის პრემიერი ქვეყნის პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის კიდევ ორი კვირით გახანგრძლივებას სთხოვს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ქვეყნის პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის კიდევ ორი კვირით გახანგრძლივებას სთხოვს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ესპანურ გამოცემა „ელ პაისზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩენსმა რეგიონების მმართველებთან ვიდეოკონფერენციის დროს განცხადა, რომ უახლოეს დღეებში პარლამენტს კვლავ მიმართავს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით და ეს იქნება ბოლო მიმართვა.

ესპანეთში „კოვიდ-19“ოის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობა 14 მარტს დაწესდა და ის რამდენჯერმე გახანგრძლივდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ესპანეთში „კოვიდ-19“-ის 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსის 239 228 შემთხვევაა დაფიქსირებული. სულ ვირუსით ქვეყანაში 27 125 ადამიანი გარდაიცვალა.