ესპანეთის პრემიერი - მოდით, ორშაბათს ისევ გავიდეთ გარეთ და ცხოვრება ხელახლა დავიწყოთ, მაგრამ აუცილებელია, სიფრთხილით ვიმოქმედოთ
ესპანეთის პრემიერი - მოდით, ორშაბათს ისევ გავიდეთ გარეთ და ცხოვრება ხელახლა დავიწყოთ, მაგრამ აუცილებელია, სიფრთხილით ვიმოქმედოთ

სიენენის“ ცნობით, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლაში სწორი მიმართულებით მიდის. სანჩესის თქმით, ორშაბათს ქვეყნის 50 პროცენტი გაიხსნება.

სანჩესი აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, ესპანეთს მაინც მოუწევს ვირუსთან ერთად ცხოვრება და თითოეული მოქალაქის მოვალეობა იქნება, მიჰყვეს მითითებებს.

„მოდით, ორშაბათს ისევ გავიდეთ გარეთ და ცხოვრება ხელახლა დავიწყოთ, მაგრამ აუცილებელია, სიფრთხილით ვიმოქმედოთ“, – აცხადებს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი.