ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ესპანეთის ლიდერი ირპენსა და ბუჩაში ჩასვლას გეგმავს, ასევე ის მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთი უკრაინისთვის „ლეოპარდის“ ტიპის ექვსი ტანკის გადაცემას აპირებს. ამასთან, აღნიშნული ტანკების სამართავად ესპანეთი 55 უკრაინელ სამხედროს გაწვრთნის.