ესპანეთის პრემიერ-მინისტრი 15 თებერვალს ვადამდელი არჩევნების თარიღს გამოაცხადებს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი 15 თებერვალს ვადამდელი არჩევნების თარიღს გამოაცხადებს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი პარასკევს, 15 თებერვალს ვადამდელი საყოველთაო არჩევნების ჩატარების თარიღს გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ელ პაისი“ ავრცელებს.

ვადამდელი საყოველთაო არჩევნების დანიშვნის მიზეზი  პარლამენტში დღეს გამართული კენჭის ყრაა. პარლამენტმა მთავრობის 2019 წლის საბიუჯეტო კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტს 158-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 191 კი, წინააღმდეგი იყო.

საბიუჯეტო კანონპროექტს ხმა არ მისცეს კატალონიელმა დეპუტატებმაც. ესპანური მედიის ინფორმაციით, არჩევნები შესაძლოა, 14 ან 28 აპრილს ჩატარდეს.