ესპანეთის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ, პედრო სანჩესი და კატალონიის რეგიონის ხელმძღვანელი ერთმანეთს პირველად ხვდებიან
ესპანეთის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ, პედრო სანჩესი და კატალონიის რეგიონის ხელმძღვანელი ერთმანეთს პირველად ხვდებიან

ესპანეთის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ, პედრო სანჩესი და კატალონიის რეგიონის ხელმძღვანელი, კიმ ტორა ერთმანეთს მადრიდში, პრემიერ-მინისტრის სასახლეში პირველად ხვდებიან.

შეხვედრის ამსახველი ფოტო პრემიერ-მინისტრმა მიკრობლოგ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა.

„დავიწყეთ შეხვედრა. ეს წინგადადგმული ნაბიჯია, რათა დავიბრუნოთ ნორმალური ურთიერთობა. დიალოგი ურთიერთგაგების წინაპირობაა“, – განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა.