ესპანეთის პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელმაც ერთ-ერთ ბანკში მძევლები აიყვანა
ესპანეთის პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელმაც ერთ-ერთ ბანკში მძევლები აიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად პოლიცია ავრცელებს.
შეიარაღებულმა პირმა მადრიდის გარეუბანში, Bankia-ს ერთ-ერთ ფილიალში რამდენიმე მძევალი ადგილობრივი დროით, დილის 10:00 საათზე აიყვანა.
სამართალდამცავებთან მოლაპარაკებების შემდეგ კი ის პოლიციას ჩაბარდა.
თავდამსხმელის ვინაობა ჯერ უცნობია. მან მძევლები ბანკის ძარცვის მიზნით აიყვანა.