ესპანეთის პოლიციამ ფონდ Hermitage Capital- ის დამფუძნებელი უილიამ ბრაუდერი დააკავა
ესპანეთის პოლიციამ რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე, ფონდ Hermitage Capital- ის დამფუძნებელი უილიამ ბრაუდერი დააკავა. ამის შესახებ ბრაუდერმა მიკრობლოგ „თვითერზე” დაწერა.
„ახლახანს მადრიდში, ესპანეთის პოლიციამ რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე დამაკავა.მივდივართ პოლიციის განყოფილებაში”,- წერს ბრაუდერი.
ბრაუდერი ამერიკასა და კანადაში მაგნიტსკის აქტის მიღების ერთ-ერთი ინიციატორი იყო. უილიამ ბრაუდერი
აქტიურად აკრიტიკებს რუსთის ხელისუფლებას მას შემდეგ, რაც 2009 წელს მოსკოვის ციხეში Hermitage Capital – ის ადვოკატი, სერგეი მაგნიტსკი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ სერგეი მაგნიტსკი 358 დღის განმავლობაში დაკავებული იყო, სადაც მას აწამებდნენ, შემდეგ კი ციხეში გარდაიცვალა.